ვოლოდიმირ ზელენსკი: … ახლა გმირი ჩვენი ერია (ვიდეო)

ემოციური მომენტები ზელენსკის ინტერვიუდან, რომელიც მან G7-ს სამიტის ფარგლებში დღეს Reuters მისცა.
ჟურნალისტი: გენატრებათ მსახიობობა?
​ზელენსკი: მენატრება, რომ ვიყო კარგი მამა.
​ჟურნალისტი: როდესაც თქვენი შვილები პატარები იყვნენ, რას ეუბნებოდით ყველაზე ხშირად?
​ზელენსკი: მიყვარხართ.
​ჟურნალისტი: და რას ეუბნებით მათ ახლა, როცა უკვე გაიზარდნენ?
​ზელენსკი: მენატრებით.
​ჟურნალისტი: ბოლოს როდის იტირეთ?
​ზელენსკი: ვეცდები, ჩვენი ინტერვიუს შემდეგ ვიტირო. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და უამრავი განსხვავებული მომენტია, თითქმის ყოველდღე. ბევრი დანაკარგია როგორც ბრძოლის ველზე, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში, ძალიან რთულია, როდესაც ორდენებს გადავცემ დედებსა და მამებს, რომლებმაც შვილები დაკარგეს. ასეთ მომენტებში, ხშირად ვტირი.
​ჟურნალისტი: ხართ თუ არა გმირი?
​ზელენსკი: არა.
​ჟურნალისტი: მაშინ ვინ არის თქვენი გმირი?
​ზელენსკი: ჩემი შვილები, ჩვენი ჯარი და უკრაინელი ხალხი. ასე რომ, მე ნაწილი ვარ… მეც უკრაინელი ვარ, ამიტომ ჩვენი ერის ნაწილი ვარ. მაგრამ ახლა გმირი ჩვენი ერია.