არქივი4 მაისი, 2024, 15:55
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შეტევის გაფართოებისთვის ემზადება, კიევმა და მისმა მოკავშირეებმა კი ეს არ უნდა დაუშვან
ვოლოდიმირ ზელენსკი თქმით, ქვეყანას ომის ახალი ეტაპი ელოდება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი შეტევის გაფართოებისთვის ემზადება, რაც კიევმა და მისმა მოკავშირეებმა არ უნდა დაუშვან და ეს გეგმა უნდა ჩაშალონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ხმელნიცკის ოლქში მესაზღვრეებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები და მესაზღვრეები რუსეთის შეტევას, უკვე 800 დღეა, უწევენ წინააღმდეგობას. უკრაინის ლიდერის განცხადებით, უკრაინამ უნდა დაამტკიცოს, რომ ოკუპანტები ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ დასახულ მიზნებს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.