ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ, ვიდრე დეკემბერში

აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ, ვიდრე დეკემბერში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ვაშინგტონის პოზიციას: უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ ამას, ვიდრე ეს დეკემბერში იყო. ვფიქრობ, რომ შედეგს მივაღწევთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ცალკე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის გრძელვადიანი დახმარების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება 1 თებერვალს იქნება ცნობილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.