ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე

რუსეთმა, მხოლოდ ამ კვირაში, უკრაინის წინააღმდეგ 3 100-ზე მეტი დრონი, 92 რაკეტა და 1 360-მდე მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქალაქებისა და თემების საჰაერო ტერორს, აძლიერებს თავდასხმებს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე. ამ დანაშაულების უზნეობა იმდენად დიდია, რომ რუსები ყოველდღიურად ხოცავენ ჩვენს ხალხს“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, მოსკოვი ღიად სარგებლობს იმით, რომ მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფაზეა კონცენტრირებული.
„არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება. სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ომს აფინანსებენ – ყველაფერი უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, სწორედ ეს შეიძლება იყოს ევროპაში მდგრადი მშვიდობის საფუძველი. „მსოფლიოს შეუძლია ამის უზრუნველყოფა ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის პარალელურად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება