ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - არჩევნები ომის ცხელი ფაზის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება

ვოლოდიმირ ზელენსკი - არჩევნები ომის ცხელი ფაზის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება

არჩევნები საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.
„არჩევნები ომის ცხელი ფაზის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება. ჩვენ დემოკრატიას ვიცავთ და არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოდით გულწრფელები ვიყოთ: ახლა საომარი მდგომარეობის დასრულება ზუსტად ის არის, რაც პუტინს სურს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი ლეგიტიმურობის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ის პრეზიდენტად უკრაინელების 73%-მა აირჩია.
ამასთან, მისი თქმით, ომის დროს არჩევნების ჩატარება საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.
„საქმე არა მხოლოდ იურიდიულ საკითხებს, არამედ ადამიანურ ფაქტორებსაც ეხება. როგორ მისცემენ ხმას ჯარისკაცები სანგრებში? ან მილიონობით უკრაინელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე? თუ მათ ხმას მნიშვნელობა აღარ აქვს? ან 8 მილიონი უკრაინელი რომელიც ომის გამო საზღვარგარეთ აღმოჩნდა?“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.