ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ფრანკფურტის პოლიცია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ზელენსკი ხუთშაბათს ვიზიტით გერმანიის ქალაქ ჰესენში ჩავიდა, რის შემდეგაც ვისბადენში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქი დატოვა, ფრანკფურტის პოლიციამ აღნიშნა, რომ მგზავრობამ პრობლემების გარეშე ჩაიარა.
გერმანული რადიოსადგური FFH აღნიშნავს, რომ ზელენსკის ვიზიტი მოულოდნელი იყო და უკრაინის პრეზიდენტმა ჰესენში რიგი შეხვედრები გამართა.
“ზელენსკი დღის მეორე ნახევარში რაინ-მაინის რეგიონში ზოგიერთ შეხვედრას დაესწრო. ღამით დარჩენა, სავარაუდოდ, არ იგეგმება. ვიზიტის მიზეზი უცნობია. პოლიცია ზუსტი განრიგის შესახებ მეტ ინფორმაციას უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე არ ავრცელებს. უცნობია ვის ხვდება ზელენსკი და რატომ არის აქ”, - აღნიშნულია რადიოსადგურის ვებგვერდზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.