– ამერიკული დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, წარმოებისა და სამუშაო ადგილების მეშვეობით, აშშ-ს უკან უბრუნდება

ამერიკული დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, წარმოებისა და სამუშაო ადგილების მეშვეობით, აშშ-ს უკან უბრუნდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
Fox News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, წარმოებისა და სამუშაო ადგილების მეშვეობით, უკან აშშ-ში ბრუნდება.
„იმედი მაქვს, რომ კონგრესი დაგვეხმარება და ვიმედოვნებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინელი ხალხის გვერდით იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ იმ ამერიკელებს მიმართა, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება უკეთესი იქნება თუ ამერიკელებს მოხმარდება.
„როდესაც წარმოება უკრაინისთვის და უკრაინასთან ერთად ხდება, თქვენ ასევე ამერიკელებთან ერთად აწარმოებთ. ამიტომ, მისი უმეტესი ნაწილი თქვენს შტატებში მზადდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი