ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„უკრაინა მთელი ამ წლების განმავლობაში აღმოჩენილი ორპარტიული მხარდაჭერისთვის მადლიერია. შეხვედრა აშშ-ის კონგრესის ორპალატიან და ორპარტიულ დელეგაციასთან - კრის კუნსთან, მარკ კელისთან, რიჩარდ ბლუმენტალთან, ჯო უილსონთან, გრეგორი მიკსთან, იანგ კიმთან - უკრაინის მიმართ აშშ-ის კონგრესის ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილა.
„განვიხილეთ თავდაცვის გაძლიერების, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების, გაყინული აქტივების გამოყენებისა და აშშ-თან თანამშრომლობის განვითარების საკითხები“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.