ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მივიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მივიდა, - ინფორმაციას დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი DR-ი ავრცელებს.
დანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს სამიტის დაწყებამდე შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა დანიასა და ევროპას დრონების სფეროში დახმარებას გაუწევს.
„რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, განსაკუთრებით დრონების თემა. ჩვენ თანამშრომლობის გაღრმავებას ვაპირებთ. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი სწორედ დრონებია“, - აღნიშნა ფრედერიქსენმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.