ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - უკრაინას უნგრეთისთვის რაიმე ქმედების უფლებამოსილება არ მიუნიჭებია - უნგრეთს მოსკოვთან კონტაქტების შესახებ არ გავუფრთხილებივართ

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - უკრაინას უნგრეთისთვის რაიმე ქმედების უფლებამოსილება არ მიუნიჭებია - უნგრეთს მოსკოვთან კონტაქტების შესახებ არ გავუფრთხილებივართ

უკრაინას უნგრეთისთვის რაიმე ქმედებისთვის უფლებამოსილება არ მიუნიჭებია, უნგრეთს ის მოსკოვთან კონტაქტების შესახებ არ გაუფრთხილებია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, დიმიტრი ლიტვინმა განაცხადა.
„ჯერ ერთი, როგორც ყოველთვის, უნგრულ მხარეს უკრაინასთან არაფერი განუხილავს. მეორე, როგორც ყოველთვის, უნგრულ მხარეს მოსკოვთან კონტაქტების შესახებ არ გაუფრთხილებია, მესამე, როგორც ყოველთვის, უკრაინას უნგრეთისთვის არაფრის უფლებამოსილება არ მიუნიჭებია“, - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის ყოველდღიურად მუშაობს ტყვეების გასათავისუფლებლად.
„მივისწრაფვით სრული მშვიდობისაკენ და ყველაფერს ვაკეთებთ პარტნიორებთან კოორდინაციით ამის მისაღწევად. საჭიროა არა პიარი, არამედ სამართლიანი მშვიდობა და არა საუბარი, არამედ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები“, - აღნიშნა დიმიტრი ლიტვინმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გუშინ განაცხადა, რომ უნგრეთმა უკრაინას საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტა და სამხედრო ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა შესთავაზა, თუმცა, უნგრეთის პრემიერის თქმით, პრეზიდენტმა ვოლოდიირ ზელენსკიმ ეს იდეა უარყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.