ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო გეგმას ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს გაუზიარებს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო გეგმას ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს გაუზიარებს

ორი თვის წინ სატელეფონო საუბარი მქონდა ტრამპთან და ძალიან კეთილგანწყობილი კარგი საუბარი გვქონდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ის ჟურნალის, ფარიდ ზაქარიასთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, თავის სამშვიდობო გეგმას უპირველეს ყოვლისა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გაუზიარებს. ამავდროულად, მან თქვა, რომ სამართლიანი და სწორი იქნება სამშვიდობო გეგმის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატთანაც გაზიარება - კამალა ჰარისთან და დონალდ ტრამპთან.
ასევე აშშ-ის კონგრესთანაც, რომელზეც, ზელენსკის თქმით, ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ტრამპის ბოლო განცხადებების კომენტირებისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ ესმის ეს განცხადებები, ვინაიდან არ იცის ტრამპი რას გულისხმობდა.
“მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და წინასაარჩევნო განცხადებები - ეს წინასაარჩევნო განცხადებებია. ხანდახან ისინი არც ისე რეალურია. ამ განცხადებებმა, რა თქმა უნდა, გვაიძულა ჩვენს ხალხზე გვენერვიულა. მაგრამ სატელეფონო საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან და ის ძალიან კეთილგანწყობილი იყო, კარგი საუბარი გვქონდა. საუბარია ორი თვის წინანდელ საუბარზე. მას ესმის, რამდენად რთულია ომში გადარჩენა. სწორედ ამიტომ მინდა ამ გეგმის გაზიარება, რათა მისი რეაქცია მოვისმინო,” - განაცხადა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.