დონალდ ტრამპის განცხადებით, მომავალ კვირას, შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს

“რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვდება თუ არა ის უკრაინის ლიდერს, რომელიც მომავალ კვირას აშშ-ში ჩადის, კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა : „ალბათ, დიახ“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოში განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისა და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპისთვის სამშვიდობო გეგმის წარდგენას გეგმავდა.
ცნობისთვის, ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ჩავა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.