ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
Le Monde-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი პარიზს პარასკევს, 7 ივნისს, ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრების შემდეგ ეწვევა.
ასევე, ემანუელ მაკრონის გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს შეხვდება.
პარიზში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოვა და საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერთან, იაელ ბრაუნ-პივესთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრის სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნორმანდიაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.