ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფილიპინელ კოლეგასთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ფილიპინელ კოლეგას, ფერდინანდ მარკოსს შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
„მადლობელი ვარ ფილიპინების უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიმართ მკაფიო პოზიციისთვის, ასევე გაერო-ს მნიშვნელოვანი რეზოლუციების მხარდაჭერისთვის. უკრაინა აპირებს მიმდინარე წელს მანილაში, ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად, საელჩო გახსნას. განვიხილეთ პირველი გლობალური მშვიდობის სამიტი და მასში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მონაწილეობის მნიშვნელობა. ვაფასებთ, რომ ფილიპინები მიიღებს მონაწილეობას სამიტში. ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა, კერძოდ უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფილიპინებში ექსპორტი“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი ფილიპინებში დღეს ჩავიდა. შაბათ-კვირას კი ის სინგაპურში იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: და ვინ აიტაცა პირველმა? რეჟიმმა, რადგან უმძიმეს ტვირთად აწევს თითოეული პატიმარი, ჰაერივით სჭირდება მათი გამოშვება, მაგრამ იმდენად ჩიხშია და იმდენად ბოროტია, რომ უნდა აღიარებით მოიშოროს