არქივი26 მარტი, 2024, 14:42
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის 26 მარტის განკარგულებაში წერია.
განკარგულების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.