ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრებთან პოლონეთ-უკრაინის საზღვრის ბლოკადის საკითხი განიხილა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ მინისტრებთან პოლონეთ-უკრაინის საზღვრის ბლოკადა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„ჩვენ შექმნილი სიტუაცია დეტალურად გავაანალიზეთ და შემდგომი ნაბიჯები დავსახეთ. ისინი ძალიან სწრაფი იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ საზღვარზე არსებული მდგომარეობა საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან, ინფრასტრუქტურის მინისტრთან ოლექსანდრ კუბრაკოვთან, ევროინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერთან ოლგა სტეფანიშინასთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან მიკოლა სოლსკისთან განიხილა.
„ევროკავშირთან ვაჭრობის ლიბერალიზაცია უნდა გაგრძელდეს და ევროკომისიის მკაფიო პოზიციისთვის მადლობელი ვარ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
პოლონელმა ფერმერებმა თებერვლის დასაწყისში უკრაინის საზღვარზე პროტესტის ახალი ტალღა წამოიწყეს. აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესება წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?