პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო III წირვას ზუგდიდში აღავლენს

ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო III წირვას ზუგდიდში აღავლენს

ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III წირვას ზუგდიდში აღავლენს.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში უკვე მივიდა, სადაც სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

ცნობისთვის, 15 ივლისს აღინიშნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაული - ვლაქერნობა. ამ დღეს, ზუგდიდში, ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან გადააბრძანებენ ხოლმე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება და მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა პატივი მიაგონ მას.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.