ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფელ სკრაში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფელ სკრაში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერაა შერჩეული.
„სკვერის მოწყობაზე სამოქალაქო ბიუჯეტიდან 200 000 ლარამდე დაიხარჯება.
პროექტის მიხედვით მოეწყობა დასასვენებელი და სპორტული სივრცეები, ბილიკები, ბორდიურები, დეკორატიული სკამები.
სკვერების მოწყობა ამ ეტაპზე სხვა სოფლებშიც დაწყებულია და წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტს რამდენიმე ახალი სარეკრეაციო სივრცე შეემატება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.