ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფელ ტანძიაში გიორგი მარგიანისა და საბა დადვანის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

სოფელ ტანძიაში გიორგი მარგიანისა და საბა დადვანის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან ერთად, სოფელ ტანძიაში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის დასრულებული პროექტები მოინახულა.
„ჩვენი დროის გმირების, გიორგი მარგიანისა და საბა დადვანის ქუჩებზე ბეტონის საფარი 860 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 480 000 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.