ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იმართება.
„სოფლებში განსახორციელებელ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ზარდიაანთკარში შეხვედრას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანიც ესწრებოდა.
შეხვედრაზე იმ პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრეს, რომელიც ზარდიაანთკარში გასულ წელს დაიწყო.
2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შედეგად დაზიანებული 28 სახლის რეაბილიტაციის პროექტი თითქმის დასრულებულია.
პროექტის შედეგად ადგილობრივები რეაბილიტირებულ, გაუმჯობესებულ პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას.
ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით განხორციელდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.