ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
შეხვედრა მცხეთის, ძეგვის, ნავდარაანთკარის და ჯიღაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლების მოსახლეობასთან შედგა, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრათ და გაცნობოდნენ პროგრამის ფარგლებში მათ სოფლებზე გამოყოფილ თანხას. ასევე, სოფლის პროგრამის ფარგლებში, თითოეულ სოფლისთვის, პირველ რიგში მოსაგვარებელი საკითხები განისაზღვრა.
აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას, მცხეთის მუნიციპალიტეტი მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, მცხეთის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებთან და მცხეთის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის წელს 846 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა.
კრებებზე გამოიკვეთა თითოეულ სოფელზე გამოყოფილი თანხებით შესასრულებელი შემდეგი პრიორიტეტული პროექტები, რომელიც წლის ბოლომდე განხორციელდება. ესენია: სასმელი წყლის სისტემებისა და სათავე ნაგებობების მოწესრიგება, გარე განათებები, შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია, სანაგვე ურნების შემოღობვისა და სანიაღვრეების მოწყობის სამუშაოები.
Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ ზონებში, აქტიურად მიმდინარეობს, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი კედლისა და გაბიონის მოწყობის სამუშაობი

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.