ვლადიმერ პუტინმა საშემოდგომო გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა - სამხედრო სამსახურში 160 000 რუსეთის მოქალაქეს გაიწვევენ

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ, რომლის თანახმადაც სამხედრო სამსახურში 160 000 რუსეთის მოქალაქეს გაიწვევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2025 წლის 1-ელი აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით განხორციელდეს 18-დან 30 წლამდე რუსეთის მოქალაქეების გაწვევა, რომლებიც რეზერვში არ არიან და სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან, 160 000 ადამიანის ოდენობით“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.
ცნობისთვის, რუსეთში 2024 წელს საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში 150 000, ხოლო შემოდგომაზე 133 000 მოქალაქე გაიწვიეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.