ვლადიმერ პუტინმა გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა – სამხედრო სამსახურში 160 000 რუსეთის მოქალაქეს გაიწვევენ

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საგაზაფხულო გაწვევის შესახებ, რომლის თანახმადაც სამხედრო სამსახურში 160 000 რუსეთის მოქალაქეს გაიწვევენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2025 წლის 1-ელი აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით განხორციელდეს 18-დან 30 წლამდე რუსეთის მოქალაქეების გაწვევა, რომლებიც რეზერვში არ არიან და სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან, 160 000 ადამიანის ოდენობით“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.
ცნობისთვის, რუსეთში 2024 წელს საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში 150 000, ხოლო შემოდგომაზე 133 000 მოქალაქე გაიწვიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“