ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რატიფიცირებას მოაწერა ხელი

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რატიფიცირებას მოაწერა ხელი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონის რატიფიცირებას „რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ“ . ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, კანონი ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.
ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ „შეთანხმება ადგენს სამხედრო პროდუქციის მიწოდების პროცედურას”.
რუსეთის ფედერაციას მსგავსი შეთანხმებები აქვს ბელარუსთან, სომხეთთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან და ყირგიზეთთან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.