ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სამხედრო თანამშრომლობა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან – კრემლის ახალი გეგმა

სამხედრო თანამშრომლობა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან – კრემლის ახალი გეგმა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რატიფიცირებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რუსული გამოცემების ინფორმაციით, შეთანხმება რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ასევე, დოკუმენტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდების პროცედურასაც ადგენს.
ცბობისთვის, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ კრემლს რეალურად, ჯარის შევსება სურს, ამჯერად უკვე ოფიციალურად და არა გატაცებებით, როგორც მას ამაში, მაგალითად, ინდოეთი ადანაშაულებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.