ვლადიმერ პუტინი - ჯო ბაიდენის განცხადება, რომ რუსეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ნატო-ს, სრული უაზრობაა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ნატო-ზე თავდასხმა განახორციელოს, უაზრო და ხატოვანი საუბარია.
„ეს სრული უაზრობაა. ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენს ეს ესმის, ასეთი განცხადების მიზანია რუსეთის მიმართ საკუთარი მცდარი პოლიტიკა გაამართლოს“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონის ეს პოზიცია მცდარია, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ გლობალური განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება, შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში შედიოდეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.