„ბაიდენის განცხადება, თითქოს უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი ნატოს თავს დაესხმება, სისულელეა“ – ვლადიმერ პუტინი

ს პრეზიდენტი ამბობს, რომ ს განცხადება, თითქოს ში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი ნატო-ს დაესხმება თავს, „ სისულელეა“.
„ეს სრული სისულელეა და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ამას ხვდება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ბაიდენი ამით ცდილობს რუსეთის მიმართ -ის მცდარი პოლიტიკა გაამართლოს.
„რუსეთს არ აქვს მიზეზი, ინტერესი, არც გეოპოლიტიკური, არც ეკონომიკური, პოლიტიკური ან სამხედრო ინტერესი, რომ ებრძოლოს ნატო-ს ქვეყნებს“,- ამბობს პუტინი.
აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „პუტინი უკრაინას თუ დაიპყრობს, ის იქ არ შეჩერდება, თავს დაესხმება ნატო-ს წევრებს და შემდეგ ჩვენ გვეყოლება ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც რუს ჯარისკაცებთან იბრძვიან“.
პუტინის თქმით, ნატო აშშ-ის „უკანა კარია“ და რეალურად ორგანიზაციის „ მეპატრონე“ ამერიკაა.
„რეალურად ამერიკაა ნატო-ს მფლობელი, ეს ორგანიზაცია მათი უკანა კარია“,- აღნიშნა პუტინმა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ