ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩოი სონ ჰუი კრემლში მიიღო.
„რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები გეგმის მიხედვით ვითარდება“, - განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე.
ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკებები რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან გამართა.
„რუსები ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მიერ კურსკში ჩადენილ გმირულ საქმეებს არასდროს დაივიწყებენ. ეს ხალხებს შორის მეგობრულ კავშირებს გააძლიერებს“, - განუცხადა ლავროვმა ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.