ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პრესსამსახური - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, სალომე ზურაბიშვილმა თითოეულ მინისტრს წერილით მიმართა

პრესსამსახური - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, სალომე ზურაბიშვილმა თითოეულ მინისტრს წერილით მიმართა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თითოეულ მინისტრს ინდივიდუალურად მიმართა წერილით, რომელშიც აღწერს „საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ბოლო პერიოდის პოლიტიკური პროცესების მწვავე განვითარებას“. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, წერილში სალომე ზურაბიშვილი ყურადღებას ამახვილებს „იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და ევროპულ გზას ემუქრება“.
„პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, შეიმუშაონ თანმიმდევრული და ეფექტური პოლიტიკა რუსეთის ჰიბრიდული ომის საპასუხოდ, რომელიც, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ევროპას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.