ვლადიმერ პუტინი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკში ალყაში მყოფ ქვედანაყოფებზე სტაბილური კონტროლი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობდნენ განბლოკონ ალყა, რომელშიც მათი ქვედანაყოფები კურსკის ოლქში იმყოფებიან, მაგრამ უკვე დაკარგეს მათზე სტაბილური კონტროლი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ანონსი ტელეკომპანია „რასია 1-ის“ ეთერში გავიდა.
„ამჟამად მიმდინარეობს მისი განბლოკვის მცდელობები. ალყაში მყოფებს არც კი ესმით, რომ ისინი ალყაში არიან, რადგან თუ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, ჯარების ასეთი სტაბილური კონტროლი დაკარგულია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში დაახლოებით 2 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეა ალყაში მოქცეული.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.