BRICS-ის სამიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პრესკონფერენციას გამართავს

BRICS-ის სამიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პრესკონფერენციას გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი ავრცელებს.
უშაკოვის ცნობით, რუსეთში BRICS-ის სამიტში მონაწილეობას 36 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის 22 ქვეყნის მეთაური და 6 საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, სამშაბათს ვლადიმერ პუტინი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდისა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, ხოლო ოთხშაბათს ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
შეგახსენებთ, BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს გაიმართება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.