ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე - გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე

ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე - გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთს ესმის, ვისთან აქვს საქმე და რომ მეორე მხარე თავის ვალდებულებებს არღვევს.
„ჩვენ გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე, ხალხი, ვინც არ აფასებს და პატივს არ სცემს სხვა ქვეყნების და ხალხების ინტერესებს. ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, არსებობენ. ისინი ადვილად არღვევენ ყველა ვალდებულებას, ხელმოწერილ დოკუმენტებსაც კი“, - განაცხადა პუტინმა ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, უკრაინასთან მოლაპარაკების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ.
ცნობისთვის, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 3-6 სექტემბერს ვლადივოსტოკში იმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.