– რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ზრდას განაგრძობს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა აღმავალი ტენდენციით ვითარდება.
„გულითადად მოგესალმებით რუსეთ-ჩინეთის მეშვიდე ენერგეტიკული ბიზნესფორუმის გახსნაზე. რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა ზრდას განაგრძობს. ენერგეტიკა, უდავოდ, ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა“, – განაცხადა პუტინმა რუსეთ-ჩინეთის მეშვიდე ენერგეტიკული ბიზნეს ფორუმის გახსნაზე.
მისი თქმით, საწვავისა და ენერგეტიკის სექტორში მასშტაბური ერთობლივი პროექტები ხორციელდება, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ორივე ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებისთვის. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველ ადგილზეა ჩინეთისთვის მიწოდებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოცულობის კუთხით და ზრდის ქვანახშირის ექსპორტსაც. რუსი და ჩინელი სპეციალისტები წარმატებით თანამშრომლობენ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობასა და სუფთა ენერგიის წყაროების განვითარებაზე, ერთად მუშაობენ ენერგორესურსების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!