ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს - კონფლიქტის დარეგულირების ამერიკული წინადადებები იმ ვერსიით, რომელსაც გავეცანით, შეიძლება, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი გახდეს

ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს - კონფლიქტის დარეგულირების ამერიკული წინადადებები იმ ვერსიით, რომელსაც გავეცანით, შეიძლება, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი გახდეს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინის კონფლიქტი, დარეგულირების ამერიკული წინადადებები და ორმხრივი დღის წესრიგი განიხილეს.
„ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ეს წინადადებები იმ ვერსიით, რომელსაც ჩვენ გავეცანით, შეესაბამება რუსეთ-ამერიკის სამიტზე ალასკაში გამართულ დისკუსიებს და, პრინციპში, შეიძლება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი გახდეს. კიდევ ერთხელ დადასტურდა რუსეთის ინტერესი უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების მიმართ“, - ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.