ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და სერბეთს შორის ურთიერთობები კონსტრუქციული სულისკვეთებით ვითარდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სერბ კოლეგას, ალექსანდრ ვუჩიჩს შობას ულოცავს და აცხადებს, რომ ის მასთან დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებას ელის.
„მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, რუსეთსა და სერბეთს შორის ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებულია მეგობრობისა და სულიერი სიახლოვის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე, კონსტრუქციული სულისკვეთებით ვითარდება. მოუთმენლად ველი ჩვენი დიალოგის გაგრძელებას და ნაყოფიერ ერთობლივ მუშაობას მიმდინარე ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებზე“, - აღნიშნულია ვლადიმერ პუტინის მილოცვის ტექსტში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.