პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სანამ სააკაშვილი პატიმრობაშია, არ მგონია, საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს

სანამ სააკაშვილი პატიმრობაშია, არ მგონია, საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა, ფორმულასთან ამბობს:
ურთიერთობა საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის ცივია. მაგრამ, ამასთანავე, ძალიან მოხარული ვარ საქართველოს მოსახლეობის პოზიციით და თბილი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ. ვიცი, რომ მათ დიდი ფასი გადაიხადეს თავისუფლებისთვის და უფლება აქვთ, რომ იცხოვრონ კომფორტულად ევროკავშირში.
საქართველოშიც არსებობენ “მაღალხარისხიანი” მენეჯერები, რომელთაც პროევროპული პოზიცია უკავიათ. ამ ჭრილში, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილია. ასევე გავიმეორებ, რომ უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის ცივი ურთიერთობების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, თბილისის მთავრობის დამოკიდებულებაა ყოფილი პრეზიდენტ, სააკაშვილთან მიმართებაში. ამ საკითხზე ძნელია ლაპარაკი, სანამ სააკაშვილი პატიმრობაშია, არ მგონია, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.