ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი და ბელარუსი აქტიურად თანამშრომლობენ უსაფრთხოების საკითხებში

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი და ბელარუსი აქტიურად თანამშრომლობენ უსაფრთხოების საკითხებში

რუსეთი და ბელარუსი აქტიურად თანამშრომლობენ უსაფრთხოების საკითხებში, საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ყველა სფეროში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„იგივე ეხება უსაფრთხოების საკითხებს, საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ლუკაშენკოს თანამშრომლობის ყველა სფეროსადმი „ყურადღებიანი მიდგომისთვის“.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროსადმი ასეთი ყურადღებიანი მიდგომისთვის. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, - განაცხადა პუტინმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.