ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი - პოლიტიკური სტაბილურობა დღეს რუსეთისთვის სამმაგად მნიშვნელოვანია

ვლადიმერ პუტინი - პოლიტიკური სტაბილურობა დღეს რუსეთისთვის სამმაგად მნიშვნელოვანია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამჟამინდელ ვითარებაში რუსეთს განსაკუთრებით სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა.
„ხალხი ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ყოველთვის რუსეთისთვის და დღევანდელ პირობებში ორმაგად, სამმაგად მნიშვნელოვანია: რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა, ჩვენი პოლიტიკური სისტემის მდგრადობა და შიდა პოლიტიკური სიტუაცია“, - განაცხადა პუტინმა ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ელა პამფილოვასთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა, რომელსაც ამომრჩევლებიც უზრუნველყოფენ, რუსეთის წარმატების საფუძველია ყველა სფეროში, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში.
„დიდი მადლობა იმ ადამიანებს [ამომრჩევლებს], რომლებსაც არაფრის არ ეშინოდათ და გამოვიდნენ [გუბერნატორის არჩევნებზე], რითაც შეასრულეს თავიანთი მოვალეობა. დღევანდელ პირობებში ეს უაღრესად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პუტინმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.