პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა

ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა

ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სატელეფონო საუბრისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკორიჯში, რუსეთ-ამერიკის სამიტის შესახებ თავისი შეფასებები გაუზიარა“, - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
ამასთან, კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „უკრაინის გარშემო არსებული ვითარებაც“ განიხილეს.
„ლიდერებმა უკრაინის გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები განიხილეს. რუსულმა მხარემ სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების ორგანიზებაში თურქეთის მიერ გაწეული დახმარება აღნიშნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.