ვლადიმერ პუტინი - ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი გამართლება არ აქვს

ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი საფუძველი და გამართლება არ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი საფუძველი და გამართლება არ აქვს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს ირანელი ხალხის დასახმარებლად.
„ჩვენ ირანთან დიდი ხნის, კარგი და სანდო ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, დახმარება გავუწიოთ ირანელ ხალხს“, - აღნიშნა პუტინმა.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გუშინ ჩავიდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.