პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს შეხვდება

ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს შეხვდება

11 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი ავრცელებს.
„ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ორმხრივი საკითხების, ასევე, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად გამწვავებული სიტუაციის განსახილველად“, - განაცხადა იური უშაკოვმა.
ვლადიმერ პუტინისა და მასუდ ფეზეშქიანის შეხვედრა თურქმენეთში შედგება.
„11 ოქტომბერს, თურქმენეთის პრეზიდენტის მოწვევით, პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით აშხაბადს ეწვევა“, - აღნიშნა უშაკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.