არქივი8 ოქტომბერი, 2024, 13:37
ვლადიმერ პუტინი დღეს ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი იქნება.
მათივე ინფორმაციით, პუტინი, მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსაც მიიღებს.
ცნობისთვის, ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ, რომელსაც პუტინი უხელმძღვანელებს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ბელარუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.