ვიქტორ ორბანი – გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეა სისულელეა – ევროკავშირს სურს, ერთ მეომარ მხარეს ფული წაართვას და მეორეს გადასცეს, ეს ომში ჩართვას ნიშნავს

გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეა სისულელეა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„ომში ორი ქვეყანაა. ომში ევროკავშირი არ არის, ეს და უკრაინაა. ევროკავშირს სურს, რომ ერთ მეომარ მხარეს ფული წაართვას და მეორე მხარეს გადასცეს. ეს ომში ჩართვას ნიშნავს. ბელგიის პრემიერ-მინისტრი მართალია, ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მისი თქმით, რუსული აქტივების გამოყენების საკითხი „მკვდარია“.
„მე მშვიდობისთვის ვმუშაობ. ჩვენ ნაბიჯები მშვიდობისკენ უნდა გადავდგათ და არა ომისკენ“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…