არქივი3 ივლისი, 2025, 18:09
ვლადიმერ პუტინი - დღეს აშშ-ის პრეზიდენტთან ვისაუბრებ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 3 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ისაუბრებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა “მზარდი რუსული ბრენდების” გამოფენაზე განაცხადა.
“დღეს ვისაუბრებ აშშ-ის პრეზიდენტთან და აუცილებლად შევთავაზებ ამ მასალით სარგებლობას ამერიკულ ბაზარზე წინ წასაწევად”, - განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, მანამდე გამოცემა Financial Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პარასკევს, 4 ივლისს, სატელეფონო საუბარს გეგმავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.