დონალდ ტრამპი – ზელენსკისთან ვისაუბრებ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინთან საუბრით – არ მგონია, რომ ის შეჩერებას აპირებდეს და ეს ძალიან ცუდია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც გუშინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, დღეს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
„პრეზიდენტ ზელენსკისთან ვისაუბრებ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინთან გამართული საუბრით. არ მგონია, რომ ის შეჩერებას აპირებდეს და ეს ძალიან ცუდია“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით გუშინ ისაუბრეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია.
„მასთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია. გვქონდა სატელეფონო საუბარი. ეს საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის ირანზე და ასევე, როგორც იცით, უკრაინასთან ომზე და მე ამით არ ვარ კმაყოფილი, არ ვარ კმაყოფილი“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: “ისტორიის შეურაცხყოფის” გამო რომ გვცემენ აწი, დააბრალეთ ეს ნაცების პროვოკაციას ან თქვით, რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება. მაგალითად ირანში, მიანმარში, ჩეჩნეთში…

ირაკლი აბესაძე: “სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას” გვპირდება გიორგი (გივი) ქართველიშვილი, რომელიც კალაძის მერიიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებს, როგორც წარმატებული მწვრთნელი