პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი დღეს შეხვედრას გამართავენ

ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი დღეს შეხვედრას გამართავენ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კრემლში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართება. დღის წესრიგში შედის საერთაშორისო საკითხები (მათ შორის თანამშრომლობა BRICS-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და „დიდი ოცეულის“ ფარგლებში) და ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდა. ლიდერები ასევე განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ლიდერები განიხილავენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის უკრაინის კონფლიქტსა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს.
გარდა ამისა, რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების გეგმა მოიცავს რამდენიმე სამთავრობათაშორისო და უწყებათაშორისი დოკუმენტის ხელმოწერას.
შეგახსენებთ, სი ძინპინი რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.