ვლადიმერ პუტინი ნიკოლას მადუროს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნიკოლას მადუროს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ვლადიმერ პუტინმა ვენესუელელ კოლეგას, ნიკოლას მადუროს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი მეგობარი უგო ჩავესი ძალიან კარგად გვახსოვს. ის ბრწყინვალე ლიდერი იყო არა მხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ლათინური ამერიკისთვის. თქვენ ახლა მის საქმიანობას აგრძელებთ და ჩვენ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ნიკოლას მადურომ აღნიშნა, რომ ვენესუელისა და რუსეთის მეგობრობამ დროის გამოცდას გაუძლო.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, დღეს, ვლადიმერ პუტინი და ნიკოლას მადურო რუსეთსა და ვენესუელას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას გააფორმებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“