ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი - დასავლეთის ქვეყნებს რუსეთთან საერთო ენის გამონახვა მოუწევთ

დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ რუსეთთან საერთო ენის გამონახვა, მათ მოუწევთ ჩვენი გათვალისწინება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში ნატო-ს შესახებაც ისაუბრა და მას შეერთებული შტატების უკანა ეზო უწოდა.
„აშშ არის ნატო-ს ბატონ-პატრონი, ეს არის მათი უკანა ეზო, მთელი ნატო, მთელი ორგანიზაცია”, - აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, რუსეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს და ისინი ხელოვნურად ქმნიან პრობლემებს, რადგან არ სურთ, რუსეთის სახით კონკურენტი ჰყავდეთ.
„მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატო-ს მიზანს კონფრონტაცია წარმოადგენს. მისი შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ უსაფრთხოებას არ მოუტანს“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი ევროპაში უსაფრთხოების პრინციპებზე შეთანხმების მიღწევას 30 წელია ცდილობს, მაგრამ პასუხად ცინიკურ სიცრუეს, ან ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობებს იღებს, "ამასთან, ალიანსი, მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, განუწყვეტლივ ფართოვდება და რუსეთის საზღვრებს უახლოვდება".

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.