“დასავლეთის ქვეყნებს რუსეთთან საერთო ენის გამონახვა და მათი გათვალისწინება მოუწევთ” | პუტინი

ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ რუსეთთან საერთო ენის გამონახვა და მათი გათვალისწინება.
მან რუსულ ადგილობრივ მედიასთან NATO-ს შესახებაც ისაუბრა და მას ამერიკის შეერთებული შტატების “უკანა ეზო” უწოდა. პარალელურად, პუტინი კვლავ ამტკიცებს, რომ რუსეთს ალიანსის ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს და ისინი ხელოვნურად ქმნიან პრობლემებს, რადგან არ სურთ, რუსეთის სახით კონკურენტი ჰყავდეთ.
არის NATO-ს ბატონ-პატრონი, ეს არის მათი უკანა ეზო, მთელი NATO, მთელი ორგანიზაცია…მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ NATO-ს მიზანს კონფრონტაცია წარმოადგენს. მისი შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ უსაფრთხოებას არ მოუტანს”, – თქვა პუტინმა.
მისივე მტკიცებით, რუსეთი ევროპაში უსაფრთხოების პრინციპებზე შეთანხმების მიღწევას 30 წელია “ცდილობს,” მაგრამ პასუხად ცინიკურ სიცრუეს, ან ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობებს იღებს.