ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი - „ბურევესტნიკში“ დამონტაჟებული ბირთვული რეაქტორის გაშვება წუთებსა და წამებშია შესაძლებელი

ვლადიმერ პუტინი - „ბურევესტნიკში“ დამონტაჟებული ბირთვული რეაქტორის გაშვება წუთებსა და წამებშია შესაძლებელი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსულ ფრთოსან რაკეტა „ბურევესტნიკში“ დამონტაჟებული ბირთვული რეაქტორის გაშვება წუთებსა და წამებშია შესაძლებელი.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ბირთვული რეაქტორის გაშვებას საათები და დღეებში სჭირდება, ამ ბირთვული რეაქტორის ამოქმედება წუთებსა და წამებშია შესაძლებელი - ეს უდიდესი მიღწევაა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რაკეტა „ბურევესტნიკი“ გარღვევაა არა მხოლოდ რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, არამედ მეცნიერებაშიც.
„ახლაც კი „ბურევესტნიკის“ რაკეტაში გამოყენებული რადიაციისადმი მდგრადი ელექტრონიკა უკვე გამოიყენება კოსმოსურ პროგრამებში. ამგვარად, ეს გარღვევაა არა მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, არამედ მეცნიერებისა და მთლიანად ეროვნული ეკონომიკის კუთხით“, - აღნიშნა პუტინმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.